ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის მიერ
22-10-2021, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის მიერ, მან უბრალოდ პრევენციული განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ფარსი, რომელიც მათ დადგეს, თითქოს რაღაც კოალიციური მთავრობის უნიკალური პრეცედენტი შექმნეს, საკუთარი თავის მოტყუებაა.

 

 

„თავის თავს რომ ატყუებენ და ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ, როგორ კადრულობენ ამას, შეურაცხყოფას აყენებენ ამით. რა წარმოდგენა აქვთ, რა ილუზიებში ცხოვრობენ, რომ ჰგონიათ, ადამიანები ამ ფარსს და ტყუილს დაიჯერებენ? ვინც დაასახელა ნიკა მელიამ, ყველა იყო „ნაცმოძრაობის“ წევრი. ვინ არის „გირჩი“ - ზურა ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. „ევროპული საქართველო“ ვინ არის, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ. კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე, ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლა მოსახლეობის, თავისი ამომრჩევლის დასაბნევად, რომ თითქოს რაღაც დემოკრატია აქვთ შიგნით, ამ დროს ჩვეულებრივი დიქტატურაა. მათი ბუნება, მატი ნატურა არ შეიცვლება. იგივეა, კაცმა ეშმაკს დაუჯეროს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი