მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნიკა მელიამ თავადაც კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ჩვეულებრივი ზონდერი და კრიმინალია.
„შეეშვას ტყუილებს, ვიცი, რომ მანაც ძალიან კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი, რადგან ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი და არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.