ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ, მელიამ და სხვებმა არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას
23-10-2021, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია და რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს.

 


„მოსახლეობას მინდა ავუხსნა სრული პასუხისმგებლობით და ამასთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარი, გაავრცელეს განცხადებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გუშინ ღამე, თუ მიაქციეთ ყურადღება, მოსახლეობას მივმართავ, ჩვენს საზოგადოებას, სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ მართლაც ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას. ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას. ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული. რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. ეს უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა. ჩვენ ჩასულები ვიყავით რამდენიმე დღის წინ და იქ მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკე. არაფერი არ მილაპარაკია ფაქტების გარდა, მხოლოდ ფაქტები შევახსენე მოსახლეობას. ახლაც ფაქტებით ვლაპარაკობ, როგორ მართავდნენ ჩვენს ქვეყანას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამ ძალადობაზე ვლაპარაკობდი.

 


ადამიანი როგორი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს, ალბათ თვითონ როგორ იმოქმედებდნენ და რას დაგეგმავდნენ, აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული რაღაც პანიკა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი