ირაკლი ღარიბაშვილი - მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი
23-10-2021, 23:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ; კაცი, რომელიც პარლამენტში შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ ბრბოს, კრიმინალების ბრბოს, - უთხრა აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში, ნიკა მელიას განცხადებების საპასუხოდ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკაში ამისთვის 4 კაცი ადგილზე მოკლეს და 300-ზე მეტი გაასამართლეს, ზოგს 30-40 წელი, ზოგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

 

 

„ასეთი კაცი დღეს არის თბილისის მერობის კანდიდატი და ეს კაცი გამოდის და მე მიხდის მადლობას, კონტრასტი რომ ვაჩვენოთ მეტი ილაპარაკეო. მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმიანობას. ხალხი ძალიან სწორად აკეთებს ანალიზს. შემთხვევითი არ არის, რომ არა მელიას პარტია, არა დამნაშავე კრიმინალი სააკაშვილის პარტია, არამედ ჩვენი „ქართული ოცნების“ პარტია არის დღეს გამარჯვებული, 47%-იანი ლეგიტიმაციით გვაქვს ჩვენი მოსახლეობის უმაღლესი ნდობა და მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ხალხს. ისევ მელიას ვუპასუხებდი, არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას, ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე. ზუგდიდში ვიყავი ჩასული და ანზორ მელიაზე ვისაუბრე, კონტრასტი თუ უნდა, კიდევ შევახსენებ. ანზორ მელია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე, მუნიციპალიტეტზე, არ იცის ბიუჯეტი, არ იცის როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტი და საერთოდ რატომ აწვალებს ამ კაცს. საკუთარ მშობელს რომ არ უფრთხილდება შვილი, ის როგორ გაუფრთხილდება სხვების შვილებს, სხვების მშობლებს, სხვების ოჯახის წევრებს, ამით ხომ ყველაფერი ნათელია. ჩვენს მხარეს ზუგდიდში გვყავს უწესიერესი კაცი, მამუკა წოწერია, გამოცდილი, პროფესიონალი, კვალიფიციური საჯარო მოხელე, რომელმაც ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი