საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტს, ელენა როსტროპოვიჩს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ფონდის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფონდმა დააფინანსა და განახორციელა მთელი რიგი სამედიცინო პროექტები, მათ შორის წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო იმუნიზაცია, ახალშობილებში შიდსის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია, ჰეპატიტ B-ს ელიმინაცია, ახალშობილთა სკრინინგი თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე, ახალშობილთა სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკული ფორმის გამოსავლენად.
შეგახსნებთ, რომ როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი საქართველოში, 2004 წლიდან ფუნქციონირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.