ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, მას ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა, ამიტომ ჩაგრავდა მოსახლეობას, ამიტომ ართმევდა ადამიანებს ბიზნესს, სახლებს, აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს მისი პარტია და ჯალათები
24-10-2021, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული და თუ ის შიმშილობს, დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს.

 


„სააკაშვილის მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ. ჩანს ამაშიც დამოკიდებულება. როცა პრეზიდენტი იყო, მას ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა, ამიტომ ჩაგრავდა მოსახლეობას, ამიტომ ართმევდა ადამიანებს ბიზნესს, სახლებს, აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს მისი პარტია და ჯალათები. ახლა ჩამოვიდა მისი უგუნური, მოკლე ჭკუით და გაუთვლელი ნაბიჯებით და ჩაჯდა ციხეში და დიდხანს იჯდება ციხეში თქვენი ბელადი, მინდა დაგამშვიდოთ. სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული. ის მატყუარა კაცია, სიმულიანტობს, ატყუებს და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას. ამიტომ, ის თუ თავისი ნებით შიმშილობს, დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი