25 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
25-10-2021, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 22 847 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 643 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 204 PCR ტესტით.

 


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 942 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-ს.

 


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.04%.

 

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 650 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 635 611.

 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 788 პირი ემსხვერპლა.

 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან:

 

 

თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა - 93, იმერეთი - 438, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 84, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 362, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 263.

 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 549 პირი, მათ შორის, თბილისში - 570, აჭარაში - 132, იმერეთში - 480. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, მათგან თბილისში - 173, აჭარაში - 34, იმერეთში - 33.

 

 

1 022 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 595 - თბილისში, 222 - აჭარაში.

 

 

41 569 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.

 

 

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 24 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 პირი.

 

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 329 ადამიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი