ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის, შავღელეს, ძველი ხიბულის და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადაეცათ.
მასალების გადაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილესთან მახარე ჩოკორაიასთან ერთად გაეცნო.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ დაზარალებულ 20 ოჯახს 189997 ლარის ღირებულების მასალები გადასცა.
მიმდინარე წლის სექტემბერში ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.