რომან გოცირიძე: პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება არის დანაშაული
25-10-2021, 16:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრწანისის ბრძოლისას დაიღუპა 6 850 ქართველი, კორონავირუსმა კი საქართველოს 10 000 მოქალაქე იმსხვერპლა. როცა ასეთ ვითარებაში, მთავრობა, რომლის სინდისზეცაა ათასობით ადამიანის გარდაცვალება, წინასაარჩევნოდ კოჭს უგორებს დაბნეულ თუ დაბნელებულ ათეულ ათასობით ანტივაქსერს, არის დანაშაული. პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადებაც არის დანაშაული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„ყველა შედარება შორეულ ისტორიულ მოვლენებთან, არის არარციონალური. ასეთი შედარებები მხოლოდ ემოციებს აღძრავს და მეტი არაფერი. თამარ მეფეს “კარავი” (პარლამენტის მსგავსი ორგანო), რომ დაეშვა, თურმე დღეს უფრო წინ ვიქნებოდით დემოკრატიის კუთხით. გვსმენია, ხომ ასეთი და სხვა მსგავსი არასერიოზულ მოსაზრებები?

 


ასეთივე არაფრისმთქმელი შედარებაა, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ემოციურად მაინც ხომ არის დამაფიქრებელი? კრწანისის ბრძოლისას, აღა-მაჰმად ხანის ქართლ-კახეთში ლაშქრობის დროს, დაიღუპა 6 850 ქართველი, კორონავირუსმა კი 10 000 საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა. რამდენი ათასი მოკვდება მომავალ თვეებში, არაა ძნელი გამოსათვლელი.

 


როცა ასეთ ვითარებაში, მთავრობა, რომლის სინდისზეცაა ათასობით ადამიანის გარდაცვალება, წინასაარჩევნოდ კოჭს უგორებს დაბნეულ თუ დაბნელებულ ათეულ ათასობით ანტივაქსერს, არის დანაშაული. პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადებაც არის დანაშაული. არა იმიტომ, რომ უარს ამბობს ევროპის უმეტეს ქვეყანაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როცა ზოგიერთი პროფესიის ადამიანის (ექიმები, მასწავლებლები და ა. შ.) აცრა არის სავალდებულო, არამედ იმიტომ, რომ ეს მესიჯი პირდაპირ იყო „ხმოსანი“ ანტივაქსერბის მისამართით გაგზავნილი.

 


სიბნელე კლავს, ისევე როგორც კლავს ცუდი მთავრობაც“,- წერს გოცირიძე.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კვირას ჟურნალისტებს თელავში განუცხადა, რომ იგი, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი