ნიკა მელია: 27 ოქტომბრის აქცია იქნება მომაკვდინებელი პოლიტიკური აქცია „ქართული ოცნებისთვის“
26-10-2021, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ 27 ოქტომბრის აქცია მომაკვდინებელი პოლიტიკური აქცია იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

 


„ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უნდა დამარცხდეს „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში და დამარცხდება, არის ის, რასაც კადრულობს ასობით საჯარო მოხელის მიმართ, რომელთაც აძალებენ საკუთარი ოჯახის წევრების ძალდატანებით აქციაზე გამოყვანას. ეს ფილმი, ეს კინო ჩვენ ნანახი გვაქვს, გავიხსენებდი თუნდაც 2012 წლის დინამოს სტადიონზე დიდ შეკრებას, სადაც ანალოგიური სისულელე გააკეთა წინა ხელისუფლებამ და დიდმა ნაწილმა, მე დარწმუნებული ვარ, მაშინდელმა საჯარო მოხელეების, რომელიც იძულებული გახდა ყოფილიყო დინამოს სტადიონზე, ხმა მისცა მაშინდელ „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ იმიტომ არის უპრეცედენტოდ უბირი პოლიტიკური ძალა, რომ არ ითვალისწინებს წინამორბედების შეცდომებს, არათუ არ ითვალისწინებს, არამედ აღრმავებს. 27 ოქტომბრის აქცია იქნება მომაკვდინებელი პოლიტიკური აქცია ქართული ოცნებისთვის“, - უთხრა „ტვ პირველს“ მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი