იმერეთი სამცხე-ჯავახეთს ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზით 2023-2024 წლისთვის დაუკავშირდება
26-10-2021, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბაღდათი-აბასთუმნის გზის პროექტი ისტორიულია თავისი მნიშვნელობით, რადგან ეს გზა აკავშირებს იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს. ეს არის, გზა რომელიც შესაძლებელს გახდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2.5 საათში უსაფრთხო გზით ჩასვლას. გზა სრულად დაააკმაყოფილებს სტანდარტს, გათვალისწინებულია შესაბამისი სიგანე - 7 მეტრიანი გვერდულები, რომელიც ორზოლიანი გზის პირობებში, თავისი პარამეტრებით დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალებას იძლევა,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას.

 


მინისტრის თქმით, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას დამაკავშირებელი 71 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია 10 კმ-იანი მონაკვეთი, მომდევნო წელს, ასევე, 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს დანარჩენ მონაკვეთებზეც.

 


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის უსაფრთხოებისა და მომსახურეობის სტანდარტი, შემცირდება მგზავრობის დრო დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან (ქუთაისიდან) თურქეთის საზღვრამდე (ვალემდე). გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად 2.5 საათი დასჭირდება.

 


აღნიშნული საავტომობილო გზის 4 კმ-იანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირთადად გზის გასწვრივ არის განლაგებილი. შესაბამისად, კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა. პროექტი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.

 


ბაღდათიდან-აბასთუმნამდე მისასვლელი გზის დღევანდელი ალტერნატივა ბაღდათი-ხაშური-აბასთუმნის გზის მარშრუტია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან მანძილს საგრძნობლად ზრდის. ახალი გზის მშენებლობით, ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირი შენარჩუნდება იმდაგვარად, რომ კურორტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი არ გაივლის. ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები.

 


მთლიანობაში ბაღდათი-აბასთუმნის გზის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2023-2024 წლისთვის.

 

 

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი