იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ზესტაფონში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა. ვასილ გველესიანმა უფლებამოსილების განხორციელება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო.
ახალმა მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი მაქსიმუმს გააკეთებს და მუნიციპალიტეტს ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.
„ვულოცავ ბატონ ვასილ გველესიანს და ასევე, იმერეთის მასშტაბით ცხრა მერს მათი უფლებამოსილების დაწყებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთეთ და ეს ადამიანები იქნებიან ის პიროვნებები, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში გახდიან მუნიციპალიტეტებს, კიდევ უფრო წარმატებულს ვიდრე აქამდე იყო. ხოლო სამ კანდიდატს, სადაც ჩვენ მეორე ტური გვაქვს - ქალაქებში - ვუსურვებ დამაჯერებელ გამარჯვებას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ვასილ გველესიანი წლების განმავლობაში „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.