„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს. ამის შესახებ „ტვიტერში“ პარტიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„შეშფოთებულნი ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ცნობით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი სათანადო სამოქალაქო საავადმყოფოში; ამის არგაკეთებით ხელისუფლება პასუხისმგებელი იქნება მისი ჯანმრთელობის ნებისმიერ გაუარესებაზე“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.