პრემიერი - ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ
10-11-2015, 02:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ქალების მიმართ ძალადობის გამართლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა , სადაც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია - "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში" იმართება.

 


მთავრობის მეთაურის განმარტებით, ქალთა დისკრიმინაცია პირადად მისთვისაც ძალიან მტკივნეული საკითხია, რადგან ქალებისა და კაცების თანასწორობა არასოდეს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.

 


"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც განიხილავს გენდერული თანასწორობის პოლიტიკას ევროპულ სამეზობლოში. მინდა გითხრათ, რომ გენდერული თანასწორობის თემაზე მსჯელობა პირადად ჩემთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, პირადად მე ამ ტრადიციებით გავიზარდე.

 


თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქალი და კაცი თანასწორია. ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული ქალების მიმართ ის დისკრიმინაცია და ის ძალადობა, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ამის გამართლება", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის სტუმრებს.

 


მისივე თქმით, ყველანი - კაცებიც და ქალებიც, თანასწორობის მხარეს უნდა ვიდგეთ, რათა დედამიწაზე ყველა ადამიანს მიეცეს თანაბარი და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა.

 


"ნამდვილად ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაერო-ს მხოლოდ წლევანდელი მონაცემებით 39 მილიონ გოგონას არ მიეცა სასკოლო განათლების საშუალება, 774 მილიონი ზრდასრული ქალის ორ მესამედს ასევე არ მიეცა განათლების საშუალება. მოდით, დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის 70 პროცენტი ქალია. როგორ უნდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ძალადობას გენდერული ნიშნით და ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელსაც შესწევს უნარი იბრძოლოს და შეცვალოს არსებული რეალობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი