ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, ჯაჯგური, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება
29-10-2021, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ ნიკა მელია და სხვა ლიდერები, მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, ღიად არიან სააკაშვილთან დაპირისპირებაში, მის მიმართ აგრესია და სიძულვილი აქვთ და არავინ არ იცის, ვინ რა პროვოკაციაზე წავა.

 

 

„სააკაშვილს თეორიულად ერთადერთი სცენარი რჩება თავში. რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რომ ციხეში ძალიან დიდხანს მოუწევს ყოფნა. ინფორმაცია მაქვს, რომ როცა წავიდა საქართველოდან, მას ეგონა, რომ დაახლოებით 2 წელში - 2016 წელს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. წარმოიდგინეთ, რა სიბრიყვეში ცხოვრობს ადამიანი, ახლაც იმედი აქვს, რომ ციხეში დიდხანს არ დარჩება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, არის შემდეგი, რომ რაიმენაირად ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში. მოგეხსენებათ, რომ კერძო კლინიკაში არანაირი პირობა არ არის, პაციენტია, კოვიდია, უამრავი მიმსვლელია, სამოქალაქო კლინიკაა, ბუნებრივია და არავითარი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. იქ სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ვერ დაიცავენ სათანადო დონეზე მის და სხვების - კლინიკაში მყოფი სამოქალაქო პირების უსაფრთხოებას. თეორიულად მათ გეგმას რომ გავყვეთ, იმ შემთხვევაში, სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და რა თქმა უნდა, მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, ჯაჯგური, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, აქაც ვუბრუნდები იმ პირველს სცენარს, იგივე სცენარია დაწერილი, აბსოლუტურად ერთი-ერთში. მანდაც ანალოგიურად იგივე პროვოკაციებს მოახდენდნენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან, ეს არის მისი ერთადერთი, თეორიული, გიჟური სცენარი. შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, მას ყველაფერი თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს. რა თქმა უნდა, ეს კაცი ილუზიაშია და ჯერ კიდევ ვერ ხვდება საერთოდ სად არის. რა მოხდება? მუდმივ ქაოსში ამყოფებენ ქვეყანას - ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა უნდა ამით. მით უმეტეს, ვინაიდან ჩვენ ვიცით მათი შიდა დაპირისპირება, აგრესია და სიძულვილი, მათ შორის სააკაშვილის მიმართაც აქვს რამდენიმე ლიდერს, არ ვიცით ვინ რა პროვოკაციაზე წავა, თუნდაც მელია ან უამრავი სხვა ადამიანი, რომლებიც მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, ღიად არიან სააკაშვილთან დაპირისპირებაში. ჩვენ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე მას წარმოუდგენია. ასე რომ, ძვირფასო საზოგადოებავ, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი