ჩვენ მხოლოდ კანონიერი გზით შევაჩერებთ მათ ნებისმიერ მცდელობას, ბოიკოტის, საბოტაჟის, პროვოკაციის მოწყობის, ყველას ვუპასუხებთ სამართლებრივად, კანონის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას დასაკარგი დრო აღარ აქვს.
„მით უმეტეს, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, შიდა მტრებს, რომ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შემოიტანონ. ძალიან მარტივი პასუხია, სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, ყველა სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა, ვინმე გაბედავს რაიმე პროვოკაციას, მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს ჩვენგან, სახელმწიფოს და კანონის სახელით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.