ირაკლი ღარიბაშვილი: 2 ოქტომბერს გეგმავდნენ 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას, იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტს, კანცელარიას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა, ასეთი სცენარით ჩამოვიდა სააკაშვილი და ეს ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას
29-10-2021, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისმის კითხვა, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი? ერთის მხრივ, ვუსმენთ მათ აბსურდულ ვერსიებს და ბოდვას, თითქოს ჩამოვიდა, რომ ვაჟკაცობა და თავდადების მაგალითი აჩვენა თავის ამომრჩეველს, რაც სრული აბსურდია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი ჩამოვიდა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის მოწყობის მიზნით, სცენარი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო მის ჩამოსვლამდე და სწორედ ამიტომაც, მოხდა პრევენცია საჭირო დროს, საჭირო მომენტში და ძალიან სიმბოლურად დაემთხვა 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილის დაკავება.

 

 

„თუ კაცს გინდა, რომ აჩვენო ვაჟკაცობის და თავდადების მაგალით, აიღებ ბილეთს და ჩამოხვალ ჩვეულებრივად, ნორმალურად, ისე, როგორც ეკადრება მით უმეტეს ვის, პრეზიდენტს, მაგრამ ახლა ვთქვათ, ვინ არის პრეზიდენტი. კაცმა, რომელიც 9 წელი იყო პრეზიდენტი, საკუთარი სურვილით დატოვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი ჩააბარა და გახდა უკრაინის მოქალაქე. დამერწმუნეთ, დღესაც ისტერიულად იმეორებს, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე. ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება, იყოს. დღეს ციხეში, ყველას, ვისაც ხვდება, გვაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, გამოდიან ეს ადამიანები, მათ შორის უკრაინის მოქალაქეები, ჩვენთან მოდიან და ამბობენ, რომ ეს კაცი ეუბნება, რომ არის უკრაინის მოქალაქე. ერთადერთი მიზანია თავდაცვა. ვუბრუნდებით სააკაშვილის ჩამოსვლის რეალურ მიზეზს. რა თქმა უნდა, არ არსებობს არავითარი რეალური არგუმენტი, რატომ ჩამოვიდა მაშინ ეს კაცი მალულად, ფარულად, ქურდულად, რატომ შემოიპარა უღირსად. ერთადერთი განზრახვა ჰქონდა - 2 ოქტომბერს ისინი აპირებდნენ, შეეკრიბათ ამომრჩეველი რუსთაველის გამზირზე, ვიდრე გამოცხადდებოდა არჩევნების შედეგები, ის გამოჩნდებოდა უცებ, მოულოდნელად და იტყოდა, აი, ჩამოვედი ისე, რომ ვერ გაიგო მთავრობამ. ამ დროს, რა თქმა უნდა, მთავრობამ ყველაფერი იცოდა, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა თავიდან ბოლომდე, ვიცოდით, სად იმალებოდა. აქვე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ გასაღებით გავაღეთ ბინის კარი, რომელშიც იგი იმალებოდა. ამით ჩანს ყველაფერი, რომ სრული კონტროლის ქვეშ იყო სიტუაცია და ბუნებრივია, სიმბოლურად დაემთხვა ეს ყველაფერი 1-ელ ოქტომბერს. ახლა, რა უნდა მომხდარიყო ამ აქციაზე. მოგეხსენებათ, ვინაიდან იგი არის ბრალდებული და სასამართლო გადაწყვეტილება ძალაშია შესული, სამივე ინსტანციის, ბუნებრივია, პოლიციას მოუწევდა მისი დაუყოვნებლივ დაკავება. ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევდა პირდაპირ დაპირისპირებას, პოლიციას მოუწევდა სპეცრაზმის, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენება, ალბათ წყლის ჭავლის, გაზის და შიგნიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, აქ გათვლა იყო, რომ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ოპოზიციური ლიდერის, არ მინდა გვარები ვთქვა, ზედმეტი სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს, მკვლელობა პირდაპირ, მისი პარტიის წევრების, 2-3 ადამიანის. წარმოიდგინეთ, არჩევნების შედეგები გამოცხადებული არ არის, მსოფლიო შოკში ჩავარდებოდა, რომ ეს მოხდა, დარბევა და ეს ყველაფერი, სრული დელეგიტიმაცია მოხდებოდა ჩვენი მთავრობის და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა არჩევნების ლეგიტიმურობაც, ჩატარებაც და ბუნებრივია, შედეგებიც. შემდეგ იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტის შენობას, კანცელარიის შენობას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა. გათვლა იყო, რომ ეს გამოიწვევდა ინსტიტუტების დემორალიზებას და ასეთი სცენარით ჩამოვიდა, რა შეიძლება ამ ადამიანს უწოდო, თუ არა მტერი. ეს ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. არ მინდა, გამოძიების დეტალებში შევიდე, ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ ყველა სცენარი და ყველა ვერსია ლეგიტიმურია“, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი