საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, უზენაეს სასამართლოს ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური” და ”ყველაზე გაუტეხელი”ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნული ეპითეტებით ქვეყნის პირველმა პირმა ნინო გვენეტაძე ავლაბრის სასახლეში გამართულ მიღებაზე მოიხსენია, სადაც მარგველაშვილმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.
“იმ რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ვატარებთ სასამართო სისტემის მიმართ და რომელიც უმნიშვნელოვანესია დღეს ქართული დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე გაუტეხელი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ სისტემაში და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არასდროს შესულა არავითარ გარიგებაში. ის დღეს ამაყად ხელმძღვანელობს უზენაეს სასამართლოს და მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ასეთი ძლიერი ქალბატონის მოძებნა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელმაც ნინო გვენეტაძის მაგალითი ქალის როლის მნიშვნელობაზე საუბრისას მოიყვანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.