ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა
29-10-2021, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა.

 


პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტარებს პანდემიის მიუხედავად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს, პირველი ტურის მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მშვიდ ვითარებაში, გამჭვირვალედ ჩატარებას, რათა არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოიწვია, მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები.

 


აღინიშნა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლები საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებამ არაერთხელ ჩაატარა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დემოკრატიული არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან აღიარებულია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 


ევროპარლამენტარებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი