საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საბურთალოს რაიონის N5 საარჩევნო უბანზე თავდაცვის მინისტრი მეუღლესთან ერთად მივიდა.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან ხმა მისცა იმ ძალას, რომელიც აფასებს დემოკრატიულ ფუნდამენტურ ღირებულებებს.
“საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ასევე, დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულება არის ადამიანის უფლება და საკუთრების უფლება. ჩვენ დღეს ხმა უნდა მივცეთ იმ ძალას, რომელიც აფასებს დემოკრატიულ ფუნდამენტურ ღირებულებებს“, - განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.