კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას აქვს სრული კომფორტი შექმნილი ციხეში და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას 24 საათიანი მომსახურება გაეწიოს, მედიკამენტების, ვიტამინების, სხვადასხვა საშუალებების მიწოდების მიზნით, - უთხრა საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მან ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინების და დანამატების მიღება, როგორც წინა დღეებში.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას აქვს სრული კომფორტი შექმნილი ციხეში და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას 24 საათიანი მომსახურება გაეწიოს, მედიკამენტების, ვიტამინების, სხვადასხვა საშუალებების მიწოდების მიზნით. ჩვენთვის ბევრი რამ არის ცნობილი, უბრალოდ, არ ვლაპარაკობთ საჯაროდ. ჩვენ არაერთი დეზინფორმაცია მოვისმინეთ, გუშინ მათი დადგმული შოუც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ გარკვეულწილად მოეხდინათ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მინისტრ ბრეგაძის განმარტება, რომ, სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მან ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინების და დანამატების მიღება, როგორც წინა დღეებში. მინდა სააკაშვილის მხარდამჭერებს მივმართო, რომ ეს არის ტყუილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს და იყენებს მათ გრძნობებს“, - განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.