გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს, გახდეს ცუდად, - განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს და დაამატა, რომ როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.
„სააკაშვილს რაც შეეხება და მის იმიტირებულ შიმშილობას. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს, გახდეს ცუდად. ანუ აპირებს სიმულირებას, რომ მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის. როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი, სამარცხვინო დამნაშავე, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ. ეს არის სამარცხვინო კაცი. კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს, მაგრამ ეს არის სამარცხვინო კაცი. მისი უფლებაა, იყოს სამარცხვინო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.