გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. შევძელით არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ყველას მერი იქნება,
„დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან, აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესა და სტაბილურობასთან მიმართებით. დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს, არის განვითარება, აღმშენებლობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს თქვენი დამსახურებაა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.
ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს. მზად ვარ, დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განუხრელად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. პირობა დავდე, რომ ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და ასე ვაპირებ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, დაველოდებით ცესკო-ს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველას და მეორე დღიდანვე ვიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის ინფრასტრუქტურის, გამწვანების, სოციალური, ჯანდაცვის მიმართულებით. ეს არის ყველა ის სამუშაო, რაც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ქალაქს. გილოცავთ ყველას გამარჯვებას. მადლობა თქვენ, ახალგაზრდებს, ვინც ჩართული იყო პირველივე დღიდან, მხარს უჭერდა კახა კალაძეს, მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.