ცესკო: მეორე ტურში, მერის არჩევნებში 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა
31-10-2021, 08:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერის არჩევნებში 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.

 


თბილისში, სადაც ერთი უბნის გარდა ყველგან დათვლილია ხმები (769 უბნიდან 768 უბანში), „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა კალაძეს 55.607% აქვს მიღებული, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკანორი მელიას კი 44.393%.

 

 

რაც შეეხება სხვა თვითმმართველ ქალაქებს, ცესკოს პირველადი მონაცემების თანახმად:

 

 

რუსთავი - სულ 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 88-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს- 53.717%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით კირკიტაძეს - 46.283% აქვს მიღებული.

 


ქუთაისი - სულ 124 უბნიდან მონაცემები დათვლილია 124-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს 51.643%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს - 48.357% აქვს მიღებული.

 


ფოთი - სულ 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 33-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ბექა ვაჭარაძეს - 57.35%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი უგულავას - 42.65% აქვს მიღებული.

 


ბათუმი - სულ 105 უბნიდან მონაცემები დათვლილია 105-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს - 51.018%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი კირთაძეს - 48.982% აქვს მიღებული.

 

 

თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში კი, ცესკოს მონაცემები ასეთია:

 


თელავი - სულ 55 უბნიდან მონაცემები დათვლილია 55-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლევან ანდრიაშვილს 56.899%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს - 43.101% აქვს მიღებული.

 


თიანეთი - სულ 21 უბნიდან მონაცემები დათვლილია 21-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლევან წიკლაურს 54.826%, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს - 45.174% აქვს მიღებული.

 

 

ქარელი - სულ 40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 40-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ზაზა გულიაშვილს 56.732%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკოლოზ ახალკაცს - 43.268% აქვს მიღებული.

 

 

ხაშური - სულ 53 უბნიდან მონაცემები დათვლილია 53-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თენგიზ ჩიტიაშვილს ხმების 59.082%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, იოსებ ბუაძეს - 40.918% აქვს მიღებული.

 


ცაგერი - სულ 42 უბნიდან მონაცემები დათვლილია 42-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი ნემსაძეს ხმების 62.873%, „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს - 37.127% აქვს მიღებული.

 


ბაღდათი - სულ 31 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა ენუქიძეს ხმების 60.693%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი რობაქიძეს - 39.307% აქვს მიღებული.

 


წყალტუბო - სულ 69 უბნიდან მონაცემები დათვლილია 69-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გენადი ბალანჩივაძეს ხმების 57.167%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ზაზა მეტრეველს - 42.833% აქვს მიღებული.

 


ოზურგეთი - სულ 63 უბნიდან მონაცემები დათვლილია 63-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ავთანდილ თალაკვაძეს ხმების 55.409%, დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს - 44.591% აქვს მიღებული.

 


სენაკი - სულ 44 უბნიდან მონაცემები დათვლილია 44-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას ხმების 53.078%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, კობა ნაყოფიას - 46.922% აქვს მიღებული.

 


მარტვილი - სულ 40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 40-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თორნიკე ჯანაშიას ხმების 51.845%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, თეიმურაზ ჯანაშიას - 48.155% აქვს მიღებული.

 


ხობი - სულ 33 უბნიდან მონაცემები დათვლილია 33-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დავით ბუკიას ხმების 56.78%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკი შენგელიას - 43.22% აქვს მიღებული.

 


ზუგდიდი - სულ 109 უბნიდან მონაცემები დათვლილია 109-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას ხმების 51.631%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ანზორ მელიას - 48.369% აქვს მიღებული.

 


საქართველოს ერთადერთ მუნიციპალიტეტში, წალენჯიხაში, მერის არჩევნებში გამარჯვება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას ერგო. სულ 29 უბნიდან მონაცემები დათვლილია 29-ში - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას ხმების - 51.107% აქვს მიღებული. „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას კი 48.893%.

 


ჩხოროწყუ - სულ 28 უბნიდან მონაცემები დათვლილია 28-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დათო გოგუას ხმების 50.881%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბადრი ქარჩავას - 49.119% აქვს მიღებული.

 

 

ხელვაჩაური - სულ 47 უბნიდან მონაცემები დათვლილია 47-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ზაზა დიასამიძეს ხმების 55.007%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, მიშა ბოლქვაძეს - 44.993% აქვს მიღებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი