ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერის არჩევნებში 20 მუნიციპალიტეტიდან 19-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
საქართველოს ერთადერთ მუნიციპალიტეტში, წალენჯიხაში, მერის არჩევნებში გამარჯვება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას ერგო. 29 უბნიდან მონაცემები დათვლილია 29-შივე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ხარჩილავას ხმების - 51.107% აქვს მიღებული. „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას კი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტიის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, მანამდე კი წალენჯიხის მუნიციპალუტეტის გამგებელი იყო - 48.893%.
„ადამიანებმა წალენჯიხიდან გამარჯვების ისტორია დაწერეს. ცვლილებებს მიეცა ბიძგი, ცვლილებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით! დიდებული ამბავის თანამონაწილეები ვიყავით და მთელი ეს პერიოდი და მთელი ცხოვრება პასუხისმგებლობად გამყვება ეს მხარდაჭერა. ბევრი რამ უნდა მოვთხოვო ჩემს თავს, თქვენი საკადრისი წალენჯიხის გამორჩეულობა რომ შევქმნათ ერთად, ჩემო ძვირფასო ადამიანებო....ბევრი რამ მაქვს კიდევ მოსაყოლი თქვენთვის.
ამ დრომდე შტაბში ვმუშაობდით... მაგრამ ამ გვიან ღამით, თითქმის გამთენიისას, მინდა გითხრათ ეს გამომხატველი სიტყვა - მ ა დ ლ ო ბ ა!
მეიმედებოდით!
გეიმედებოდეთ!“ - ასე გამოხატა გამარჯვება გიორგი ხარჩილავამ სოციალურ ქსელში.
წალენჯიხის მეზობელ მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუში, მეორე ტურში მოგების ზღვარზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბადრი ქარჩავა, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დათო გოგუამ, რომელიც მმართველი პარტიიდან მესამე ვადით გახდა მუნიციპალიტეტის პირველი პირი, გამარჯვება 218 ხმის უპირატესობით მოიპოვა.
ჩხოროწყუში - სულ 28 უბნიდან მონაცემები დათვლილია 28-ში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დათო გოგუას ხმების 50.881%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბადრი ქარჩავას - 49.119% აქვს მიღებული.
2021 წლის 30 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები იხილეთ ბმულზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.