ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 36 193 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 784 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 409 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 382 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 719 247-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.68%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 660 518.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 045 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი - 219, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი -197, კახეთი - 352, მცხეთა-მთიანეთი - 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 658 საიდანაც:
• 6 468 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 453, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 395.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 594 პირი, მათ შორის, თბილისში - 586, აჭარაში - 130, იმერეთში - 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 40, იმერეთში - 34.
• 1 093 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 683 - თბილისში, 189 - აჭარაში.
• 41 097 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 524 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.