არ შეიძლება, გადაწყვეტილება ჩუმად გამოგქონდეს შენთვის, დაკეტილ ოთახში - თინათინ ხიდაშელი
10-11-2015, 02:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

როგორც საკონსტიტუციო, ისე საქალაქო სასამართლოების მიერ ერთნაირად არასწორად, არაგამჭვირვალედ, უფლებამოსილების გადაცილებით და სამარცხვინო ფორმებით მოხდა გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს მოსამართლეების აცილების შესახებ პარლამენტის შუამდგომლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასებისას განუცხადა.

 


"მე ვფიქრობ, რომ სამარცხვინო ფორმებით მოხდა ორივე გადაწყვეტილების მიღება. ორივე გადაწყვეტილება ჩუმად იყო მიღებული, მხარეების გარეშე და ეს არ არის სწორი. ეს არ ემსახურება არავითარ პროგრესს, არ ემსახურება ქვეყანაში პრობლემის მოგვარებას. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ორივე შემთხვევაში ერთნაირად არასწორად, არაგამჭვირვალედ, უფლებამოსილების გადაცილებით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. კანონს თუ შევხედავთ, არაფერი არ დაურღვევია არც ერთს. კანონის მიხედვით, როგორც ურთმელიძე არის აბსოლუტურად პირნათელი კანონის წინაშე, ასევე აბსოლუტურად პირნათელნი არიან ისინიც, მაგრამ იმიტომ წერია კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის და შინაგანი რწმენის საფუძველზეო, რომ ის შინაგანი რწმენა უნდა ჩამოგიყალიბდეს მათ შორის იქიდან გამომდინარეც, რომ 2015 წელია, საქართველოა და დემოკრატიული ქვეყანაა. რომ არ შეიძლება, გადაწყვეტილება ჩუმად გამოგქონდეს შენთვის, დაკეტილ ოთახში და შემდეგ როცა საჭიროდ ჩათვლი, საზოგადოებას ამას ისე აცნობებდე. ეს არის აქ მთავარი პრობლემა ორივე შემთხვევაში და როცა საკონსტიტუციო სასამართლო ისე იხილავს საკითხს, რომ მხარეს და ამ შემთხვევაში პარლამენტს საერთოდ არ აგებინებს, მე ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ისეთივე პრობლემაა, როგორც პირველ შემთხვევაში", - განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   ჰაჰაჰა
      
როგორი სამართლიანი მინისტრი გვყავს,თავის მთავრობას და ე.ი. თავის თავს ამტყუნებს არასამართლიანობაში.ნეტავ მაშინ რატომ არ გაახსენდა სამართალი,როცა საგარეჯოში გააყალბა არჩევნები?შენს ადგილზე შემრცხვებოდა და გადავდგებოდი,მაგრამ მერე ფულები და ამბიციები.ხოლო სამშობლო პატრიოტიზმი მისთვის მხოლოდ სიტყვების რახარუხია.
11 ნოემბერი 2015 01:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი