პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს და ბრძოლას ქუჩაში განაგრძობს.
„მე პოლიტიკაში მოვედი ორი წლის წინ. ორი წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემზე პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ. ეს ჩემზე არ მოქმედებს. პოლიტიკაში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ სკამი მინდოდეს ან რაღაცას გავქცეულიყავი. ჩემი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ეს არის მანდატი, ვტოვებ პარლამენტს, რადგან თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისთვის. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.