გია აბაშიძე: ნიკა მელიას ტრაგიკომიკური კონგლომერატი მწარედ დამარცხდა, ხაზარაძე ვერ გახდება მერ მელიას მოადგილე. მაშინ სად მიდის, ე.წ.ალტერნატიულ მერიაში 'ვიცე-მერობანას' სათამაშოდ?
01-11-2021, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიკა მელიას ტრაგიკომიკური კონგლომერატი მწარედ დამარცხდა, ხაზარაძე ვერ გახდება მერ მელიას მოადგილე. მაშინ სად მიდის, ე.წ.ალტერნატიულ მერიაში 'ვიცე-მერობანას' სათამაშოდ? დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას გაურბის პარლამენტარის სტატუსით? - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 


„ლელოს პოლიტიკური შარლატანობის მორიგი მკაფიო მაგალითები. „გაყალბებული“ არჩევნების გამო, პროტესტის ნიშნად, პოლიტიკური კოოპერატივის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე.

 


ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხაზარაძისგან განსხვავებით, ის არ აპირებს, პარლამენტი დატოვოს, რადგან ვალდებულება აქვთ დასავლელ პარტნიორებთან საკანონმდებლო ცვლილებების მიღების თვალსაზრისით.

 


როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის მერის მოადგილეობაზე გამოთქვა მზადყოფნა.

 


ნიკა მელიას ტრაგიკომიკური კონგლომერატი მწარედ დამარცხდა, ხაზარაძე ვერ გახდება მერ მელიას მოადგილე. მაშინ სად მიდის, ე.წ.ალტერნატიულ მერიაში 'ვიცე-მერობანას' სათამაშოდ? დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას გაურბის პარლამენტარის სტატუსით?

 


ბადრი ჯაფარიძე რატომ რჩება პარლამენტის წევრად? მან და მისმა თანაკოოპერატიველმა ხომ მოიპოვეს 2 ადგილი თბილისის საკრებულოში?

 


საგულისხმოა შემდეგიც - „დღე არ ყოფილა, როდესაც მამუკა ხაზარაძე, „ლელო“ ან სხვა პარტიის წევრები მუშაობდნენ რომელიმე კანონპროექტზე ან ჩვენი ქვეყნისათვის რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე, არ ყოფილა ესეთი შემთხვევა. კარგი იქნება თუ „ლელოს“ სხვა წევრები სხვა აზრზე არიან, სხვა შეხედულება აქვთ და ქვეყნის სამსახურში ოპოზიციური, თუნდაც მკაცრი ოპოზიციური ფლანგიდან გადაწყვეტენ მუშაობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

 


ფაქტია, რომ ბიზნესში შარლატანები (თუნდაც ანაკლიის პროექტი) ხაზარაძე & ჯაფარიძე პოლიტიკაშიც ასეთებად რჩებიან“, - წერს გია აბაშიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი