სამმა ძალიან კომპეტენტურმა და მონდომებულმა ქალმა დაიკავა თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის პოზიცია: ნინო ლაცაბიძე რუსთავში, მანანა ნარიმანიძე დუშეთში და ანივარდ მოსოიანი ნინოწმინდაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი წერს.
„ზუსტად ვიცი, ამ ქალებმა თავისი პროფესიონალიზმით, მონდომებით და დაუღალავი შრომით დაიმსახურეს ამომრჩეველის მხარდაჭერა. მჯერა, ქალი მერების რიცხვი მომდევნო არჩევნებში კიდევ უფრო გაიზრდება.
ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, არის უმნიშვნელოვანესი, რათა სწორედ ადგილობრივ დონეზე იყოს მხარდაჭერილი გენდერულად სენსიტიური პოლიტიკა. ქალები კი მათ მიერ გადალახული ბარიერების ინდივიდუალური გამოცდილებებით აძლიერებენ სხვა ქალებს და ქმნიან პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართვის წინაპირობას“, - წერს ნინო წილოსანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.