ფედერიკა მოგერინი - საქართველომ, ვიზალიბერალიზაციის მხრივ, მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა
10-11-2015, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის მხრივ, საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა. 

 


ფედერიკა მოგერინის  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 


მათი ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ფედერიკა მოგერინის საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან იმ რჩევებს მოელის, რომელიც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დააახლოებს. უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველთვის, როცა საქმე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, საქართველოს პარლამენტი ერთ გუნდად მუშაობს.

 


საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის მნიშვნელობას არსებული პრობლემატური საკითხები ვერ გადაფარავს.

 


შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ამ მხრივ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება უკვე შეასრულა და მუშაობა ასეთივე წარმატებით უნდა გააგრძელოს, რათა წლის ბოლოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დადებითი რეკომენდაცია მიიღოს. როგორც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი.

 


დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

 


მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონულ საკითხები და უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისიას სრულად ფუნქციონირების საშუალება არ ეძლევა, ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

 


თავის მხრივ, ფედერიკა მოგერინიმ ქართველ დეპუტატებს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი