მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და წარმომიდგენია, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უშვრებით, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.
„ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ძალადობა ყველანაირად მიუღებელია. ყველა სახის ძალადობა - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და წარმომიდგენია, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უშვრებით. ძალადობას - ფიზიკურს, მორალურს, ფსიქოლოგიურს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაშია“, - აღნიშნა კალაძემ.
მან ოპოზიციის აქციის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„ოპოზიციას აქვს აქციის ჩატარების უფლება, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში განხორციელდეს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, მე ვაპირებ, მათ საქმით და კონკრეტული პროექტებით დავუპირისპირდე. ასე ვიმუშავებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.