თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს - პროექტი 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს
01-11-2021, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, ამ დროისთვის, ხიდის ბურჯები ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა და გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები.

 

 

ხიდის მშენებლობის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 


„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის პროექტის განხორციელება ერთი თვის წინ დავიწყეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თამარაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, მოძრაობა განიტვირთოს. ასევე, ამ პროექტის შემდეგ, ჩოლოყაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩები მთლიანად იქნება მოწესრიგებული. ძალიან მიხარია, რომ საკმაოდ მასშტაბური პროექტია. სამუშაოები უკვე წინწასულია. პროექტის დასრულებას და გახსნას 2023 წლის დასაწყისისთვის ვფიქრობთ. სამანქანო ხიდი ბაგებში, რომელიც საფეხმავლო ხიდის გვერდით შენდება, ოთხზოლიანი იქნებადა ავტომობილებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემა. დათვლილი გვაქვს ნაკადები, ვიცით არსებული სიტუაცია, თუ რამდენი ავტომობილი გადაადგილდება საათში, ასევე, როგორი პრობლემაა განსაკუთრებით, პიკის საათებში. პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნული პრობლემა მთლიანად მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

პროექტით გათვალისწინებულია, როგორც უშუალოდ გზის და სახიდე გადასასვლელის, ასევე, სატრანსპორტო კვანძების მოწყობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასთან და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან, ბაგების მხარეს განთავსდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, ტროტუარი და ველობილიკი. სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს.

 

 

აღნიშნული ხიდის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 28 319 933 ლარია.

 

 

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი