თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ცხადია, ყველა არჩევნებს ახლავს პატარ-პატარა დარღვევები, იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. ჩვენ თუ შევადარებთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები წინა წლებში და რა ხდებოდა, ამ მიმართულებით წი ნგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იყო ეუთო/ოდირ-ის დასკვნაშია მოცემული, რათა კიდევ უფრო უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ მომდევნო წლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას შეუძლია, ბათილი ბიულეტენები გადაითვალოს.
„ბათილი ბიულეტენები ყოველთვის არსებობს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიულეტენებიც უამრავი იქნება გაბათილებული, ასე რომ, შეუძლიათ, შერჩევით გააკეთონ გადათვლა, ვფიქრობ, ეს არც კანონს ეწინააღმდეგება და ამის შესაძლებლობაც არის უკვე“, - აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპონენტს 11%-ით მოუგო და რომ დაფიქსირებულიყო იმ ტიპის დარღვევა, რომელსაც არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდება შეეძლო, ამას დამკვირვებლების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოყვებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.