გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, მინდა ორი სიტყვით გითხრათ, რას ვფიქრობ ნიკა მელიაზე. ის არის კარგი, პატიოსანი, ვაჟკაცი ბიჭი. ძალიან ღირსეულად მოიქცა მისი დაპატიმრების და პატიმრობის დროს. სწორედ ეს იყო მიზეზი მის მიმართ ხალხის სიმპატიისა და მისი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ არჩევისა.
სამწუხაროდ, მას ჯერჯერობით არა აქვს არც პოლიტიკური ალღო, არც ტაქტი და არც უნარი ხალხთან ურთიერთობისა. ინტელექტითაც ცოტა მოიკოჭლებს, რაც დიდი პრობლემა არ იქნებოდა, ყველაზე დიდი სახალხო პარტიის ლიდერი რომ არ გამხდარიყო. მას, როგორც ახალგაზრდა კაცს, გასაგებია, რომ იმპონირებს მისი ლიდერობა, ხალხის დიდი თავყრილობის წინ გამოსვლა და ვერ აკონტორლებს თავის თავს, არა აქვს იმის გაგება, რომ სიცივეში, გვიან საღამოთი ქუჩაში მდგარ ხალხს უჭირს ნახევარი საათი, ორმოცი წუთი და ხშირად უფრო მეტი ხანიც იყოს კონცენტრირებული ასეთ ხანგრძლივ მიმართვაზე. ასეთ სიტუაციებში 10-15 წუთი არის ყველაზე მისაღები.
მე ვუსურვებ ნიკა მელიას ყოველგვარ წარმატებას და ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება წასულიყო ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარეობიდან გამარჯვების შემთხვევაში იყო ყველაზე სწორი ყველა მის განცხადებებს შორის. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ მას მის მომავალ საქმიანობაში.
დოდონა კიზირია,
პროფესორი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.