ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 48 901 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 271 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 553 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 726 941-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.06%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 669 822.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 136 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 1 189, ქვემო ქართლი - 317, შიდა ქართლი - 512, გურია - 132, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 448, კახეთი - 657, მცხეთა-მთიანეთი - 149, სამცხე-ჯავახეთი - 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 83.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 957 საიდანაც:
• 6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 475, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 398.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში - 591, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 37, იმერეთში - 32.
• 1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 205 - აჭარაში.
• 39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 1 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 269 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 461 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.