ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეპიდსიტუაცია უკიდურესად მძიმეა, განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა ახალგორში - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
02-11-2021, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 


უკვე წელიწადი და რვა თვეა, რაც ცხინვალსა და თბილისს შორის კომუნიკაცია და მიმოსვლა ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, პანდემიას დე-ფაქტო ხელისუფლება რეგიონის თბილისისგან იზოლაციისთვის იყენებს, რაც თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის გარდა, უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებაზე.

 

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად არ ქვეყნდებოდა. სტატისტიკის გამოქვეყნება რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტია.

 

 

დღეის მდგომარეობით, განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა ახალგორში. დაბაში, სადაც სულ 800-მდე ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიურად ოფიციალურად ინფიცირების ოცამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. იმის გამო, რომ ადგილზე შესაბამისი ექიმები არ ჰყავთ, ახალგორის საავადმყოფო პრაქტიკულად ცარიელია.

 

 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, დაუყოვნებლივ დაისახოს და ეფექტიანად განხორციელდეს ცხინვალის ეპიდსიტუაციის მართვის გეგმა. ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, გაიხსნას უკანასკნელ წლებში დაკეტილი საკონტროლო გამშვები პუნქტები და გადასასვლელებთან მოეწყოს ვაქცინაციისა და ტესტირების სამედიცინო პუნქტი; შესაძლებლობის ფარგლებში, ცხინვალს უნდა მიეწოდოს ვაქცინა, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები. სურვილის შემთხვევაში, კოვიდით დაავადებულ პაციენტებს უნდა ჰქონდეთ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ საავადმყოფოებში მკურნალობის შესაძლებლობა.

 


ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი