მიხეილ სააკაშვილმა აზრი შეიცვალა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს არა პარლამენტის დატოვების, არამედ ბოიკოტისაკენ მოუწოდებს
02-11-2021, 17:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა „პარლამენტიდან მასობრივად გამოსვლასთან დაკავშირებით“ განმარტება გააკეთა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს არა პარლამენტის დატოვების, არამედ ბოიკოტისაკენ მოუწოდა.

 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მასთან ციხეში შესასვლელად და მუდმივი კონტაქტისთვის, საპარლამენტო მანდატია საჭირო და საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის, ასევე საჭიროა დეპუტატების პარლამენტში ყოფნა. 

 

 

„პარლამენტიდან მასობრივად გამოსვლასთან დაკავშირებით:

 


მე დღეს შევხვდი და ასევე წერილობითი კომუნიკაცია მქონდა ჩემი თანამებრძოლების დიდ ნაწილთან. პრაქტიკულად ყველა მზადაა, რომ ახლავე გამოვიდეს პარლამენტიდან და დადოს მანდატი. ეს პატრიოტული მიდგომა ძალიან მახარებს.

 


მაგრამ აქვე ჩნდება კონკრეტული კითხვები. ჩემთან ციხეში შემოსასვლელად და მუდმივი კონტაქტისთვის საპარლამენტო მანდატია საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ტალღა აიწევა, რომელიც ივანიშვილს აიძულებს დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ამისთვის, საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის, კონკრეტულ მომენტში საჭიროა ხალხის მანდატით აღჭურვილი ჩვენი წარმომადგენლების პარლამენტში ყოფნა. ამიტომ ბოიკოტი რჩება ძალაში და მიმდინარე საპარლამენტო საქმიანობაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, „ქართულ ოცნებას“ მარტო დატოვებენ.

 


ასევე მივესალმები ბოიკოტს „ლელოს“ მხრიდან.

 

 

ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის შემდეგ მანდატებს ყველანი აუცილებლად ჩავაბარებთ და ახალი, დემოკრატიული და კოალიციური პარლამენტის მანდატებზე გადავცვლით, რომელიც აუცილებლად იქნება მოქალაქეთა ინტერესების დამცველი.

 


ქართველმა ხალხმა ივანიშვილი დამაჯერებლად უკვე დაამარცხა.

 

 

ეს გამარჯვება უნდა გავუფორმოთ ხალხს და სწორედ ამისთვისაა საჭირო ტაქტიკურად სწორი და ზნეობრივად მართალი ნაბიჯების გადადგმა.

 


მთავარი ამოცანაა - სხვადასხვა ლოკაციაზე პერმანენტულ აქციებში ბევრი მოქალაქის მაღალი ჩართულობა, წუწუნისა და პესიმიზმის სრული იგნორირება და ჩემი გათავისუფლება, რათა ბრძოლაში ჩართვა სრულფასოვნად შევძლო.

 

 

ერთობა და კიდევ ერთხელ ერთობა, მრავალფეროვანი ერთობა საქართველოსთვის!“ - აცხადებს სააკაშვილი, რომელმაც 1 ნოემბერს მოუწოდა დეპუტატებს, მამუკა ხაზარაძის მსგავსად დაეტოვებინათ პარლამენტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი