ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი ხორციელდება
10-11-2015, 03:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის, “ცერნის” მონაწილეობით ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი ხორციელდება.

 


ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში განაცხადა, სადაც მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა და გამოფენა დაათვალიერა.

 


როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიება, რომელიც საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას, განათლებისა და მეცნიერების მიმართ, კარგად გამოხატავს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია, ვინაიდან ეს კვირეული იხსნება დღეს 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს და მთავრდენა 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს.

 


“ეს დღე საქართველოში პირველად აღინიშნება ასე მასშტაბურად და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველწლიურად გაგრძელდება და ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდება. თბილისი და მთლიანად საქართველო უმასპინძლებს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს და შეუერთდება მსოფლიოს იმ წამყვან ქალაქებს, რომლებშიც მსგავსი ფესტივალები ტარდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


მისივე თქმით, ამ კვირეულს აქვს მრავალმხრივი დატვირთვა და მიზნები.

 


“პირველი ეს არის სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ასევე ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა, იდეების გაცვლა ფართო საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო გაღრმავება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ახალგაზრდა მკვლევარების ჩართულობა, მათი მოტივაციის გაზრდა, სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება ამ კუთხით, მათი ჩართულობა სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


მისივე თქმით, გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ “ცერნის” ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა დაათვალიერონ, რაც ასევე ძალიან საინტერესოა, ის პირველად იმართება კავკასიის რეგიონში, რომლის საშუალებით ქართული სააზოგადოება მსოფლიო მეცნიერების უახლოეს და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს ეზიარება.

 


“მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ “ფონდ ქართუს” დაფინანსებით, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის “ცერნის” მონაწილებით ხორციელდება ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისთვის, ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი