გუბაზ სანიკიძე: ეს არის ლეგენდარული ამბავი, როგორ ბრუნდება მამისეულ სახლში მიხეილ სააკაშვილი; კაცი არის ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი... ახალ ნელსონ მანდელას იღებთ უკვე, რომელიც ბოლოს მოგიღებთ
04-11-2021, 08:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილი არის ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი. ორივეს უნარი აქვს; აქვს რეფორმების უნარი და აქვს ბრძოლის უნარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არის „ლეგენდარული ამბავი“.

 

 

„საქართველოს ისტორიისთვის ღირსეული ქცევაა, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს. საქართველოს ისტორიაში შევა ან მისი შემოსვლა, ან მისი ასეთი თავგანწირვა. ეს დარჩება უკვე ლეგენდად ამ ქვეყანაში. კაცი არის ჰაველისა და ჩე გევარას ნაზავი. ორივეს უნარი აქვს; აქვს რეფორმების უნარი და აქვს ბრძოლის უნარი. ეს არის ლეგენდარული ამბავი, როგორ ბრუნდება მამისეულ სახლში, თავის სამშობლოში მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თავისი ტრაგიზმითა და დრამატიზმით აღსავსე, მაგრამ ამ ქვეყნისთვის მებრძოლი.

 


როცა არის ლაპარაკი, რომ ცოდოა მიშაო, ხალხო, არსებობენ ადამიანები, რომლებზედაც არ შეიძლება, თქვათ „ცოდო“. სააკაშვილი ეკუთვნის იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც კვდებიან ფეხზე და მებრძოლები. სააკაშვილს არაფერი საცოდავი არ აქვს. საცოდავი არის ეს ხელისუფლება. მიშა რომ მაგარია, დედამიწაზე ახლა ორი კაცი არ არის მასეთი მაგარი, ისეთი გამაგრებული და შეუპოვარია. ფანჯრები ამოუქოლეთ, მზის სხივს აღარ აჩვენებთ. ახალ ნელსონ მანდელას იღებთ უკვე, რომელიც ბოლოს მოგიღებთ მერე“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი