მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით კიდევ ერთხელ მოვედი მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იმავე დავალებით. მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პატრიარქის თხოვნაა, სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა.
„მინდა, ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობისგან. მისი უწმინდესობის თხოვნა და რჩევა არის, შეწყვიტოს შიმშილობა“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილის და პატრიარქის შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.
„არ ყოფილა ამ საკითხზე საუბარი. ამაზე გააკეთა მამა გიორგი ზვიადაძემ განცხადება. საუბარი შეეხებოდა კოვიდპანდემიას, რომელიც აწუხებს ქვეყანას. აღმაშფოთებელია ბოლოდროინდელი სტატისტიკა“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
კითხვაზე: „ხომ არ აპირებს საპატრიარქო, მიმართოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საპატრიარქო ამას ვერ გააკეთებს. „საპატრიარქო ამას ვერ გააკეთებს, რადგანაც ეს ქვეყნის პრეზიდენტის უფლებაა“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.