გიორგი ქადაგიძეს ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის? - გაზეთი „ქრონიკა+“ სამთავრობო ცვლილებებზე წერს
10-11-2015, 04:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

გაზეთი „ქრონიკა+“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს და აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზე ორი ადამიანი განიხილება. ირაკლი ღარიბაშვილს კი გიორგი ქადაგიძის შემცვლელად ამზადებენ:

 

 

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახი კალაძე იქნება. ივანიშვილი ფიქრობს, რომ კალაძე საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ უმრავლესობა ისევ მოიპოვეს, სწორედ კალაძე იქნება პრემიერობის რეალური კანდიდატი, სიაში აღარ იქნებიან ძველი სახეები, ივანიშვილი უცხოეთში განათლებამიღებულ ახალგაზრდებს ეძებს.

 

 

მეორე ვერსიით, სამთავრობო ცვლილებები თებერვალში განხორციელდება, სწორედ ამ დროს ხელისუფლება ასფალტების დაგებასა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაიწყებს, პრემიერის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, ხოლო ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება, რომელსაც კარგად გააპიარებენ და ფაქტობრივად, მთავრობის სპიკერის როლსაც შეითავსებს. სწორედ ამ გეგმის ნაწილია გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაყვანა და საერთაშორისო კავშირების დალაგება. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ამ სცენარის მიხედვით, ღარიბაშვილის გადაყვანა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე იგეგმება, ხოლო სამომავლოდ მას თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას ჰპირდებიან. მოქმედი პრემიერი ცხადია თანახმაა. მას „ქართუში“ მუშაობამ მორჩილება ასწავლა. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მისი კორუმპირებული ნათესავები ივანიშვილმა შეიწყალოს და არ დაიჭიროს“- წერს გამოცემა.

 

 

წყარო “ქრონიკა+”

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი