დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილმა მის უწმინდესობასთან დააბარა, რომ შიმშილობას გააგრძელებს, პატრიარქის გაგზავნილი სეფისკვერი დაიტოვა, თუმცა წუხილი გამოთქვა, რომ ვერ მიირთმევს
04-11-2021, 20:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

 

 

„გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, შეწყვიტოს შიმშილობა. მან აღნიშნა, რომ ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას და დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში რაიმე კორექტირებების შეტანას, ყოველ შემთხევაში ამ ეტაპზე, არ აპირებს“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა და დაამატა: „მე მქონდა კონკრეტული მისია მოვსულიყავი საპატიმროში და მომენახულებინა, გადამეცა პატრიარქის მიერ გამოგზავნილი სეფისკვერი და მისი წერილი. სეფისკვერი დაიტოვა, თუმცაღა გამოთქვა წუხილი, რომ რადგანაც არ მიირთმევს, შეინახავს მას, ასეთი პასუხი გამცა".

 


კითხვაზე, წინა მონახულებასთან შედარებით, როგორ შეაფასებდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი წონაში დაკლებულია.

 

 

„წინა ნახვასთან შედარებით, აშკარად შევამჩნიე, რომ ის წონაში მოკლებულია. სხვა განზომილებების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც მე არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში. ეს დრო, რაც შესული ვიყავი, ჩვენ ვისაუბრეთ და ყოველ შემთხვევაში, რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული შევამჩნიე იმის მხრივ, რომ მეტყველება უჭირს, ან აზრების ჩამოყალიბება, ეს ნამდვილად არ ეტყობა. ის ჩვეულებრივ საუბრობდა, ვსაუბრობდით გარკვეული დროის განმავლობაში“, – აღნიშნა დეკანოზმა.

 


კითხვაზე, როგორია საპატრიარქოს პოზიცია, ხომ არ უნდა გაუწიოს საპატრიარქომ რეკომენდაცია, თხოვნა გააჟღეროს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ, მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციას სცილდება.

 


„დიახ, მოვისმინე ეს და მეც ვურჩიე მას, იქნებ, შეწყვიტოს შიმშილობა. მაგრამ მას აქვს მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება რჩევებს კლინიკასთან დაკავშირებით, შენდობას ვითხოვ, ასეთი საკითხების განხილვისგან თავს შევიკავებ. ეს ჩემი კომპეტენციის სფეროს სცილდება. მე მქონდა კონკრეტული მისია მოვსულიყავი საპატიმროში და მომენახულებინა, გადამეცა პატრიარქის მიერ გამოგზავნილი სეფისკვერი და მისი წერილი. სეფისკვერი დაიტოვა, თუმცაღა გამოთქვა წუხილი, რადგანაც არ მიირთმევს, შეინახავს მას, ასეთი პასუხი გამცა“, – განაცხადა დეკანოზმა, რომლის კომენტარს „პირველი არხი" ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი