ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ევროპა, კიდევ ერთხელ, კოვიდ პანდემიის ეპიცენტრშია
05-11-2021, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ევროპა, კიდევ ერთხელ კოვიდ პანდემიის ეპიცენტრშია.

 


როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონტინენტზე ვირუსმა თებერვლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეიძლება იმსხვერპლოს. მან ვირუსის მზარდი გავრცელება ვაქცინაციის არასაკმარის ტემპს დაუკავშირა.

 


„ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ტაქტიკა და მომართული ვიყოთ არა Covid-19-ის მკვეთრი მატების დროს რეაგირებაზე, არამედ ვირუსის გავრცელების კერების თავიდან აცილებაზე“, - თქვა მან.

 


როგორც BBC იუწყება, ბოლო თვეებში ევროპის კონტინენტზე ვაქცინაციის პროცესი შენელდა. მაშინ როცა ესპანეთში მოქალაქეების 80%-ია ორჯერადად აცრილი, საფრანგეთსა და გერმანიაში, 68%-ს და 66%-ს შეადგენს ვაქცინირებულთა რაოდენობა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, რაოდენობა კიდევ უფრო დაბალია. მაგალითად, რუსეთში, 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 32%-ია აცრილი.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა Covid-19-ზე, მარია ვან კერხოვმა განაცხადა, რომ ბოლო 4 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ევროპაში 55%-ზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და ეს იმ ფონზე, როცა კონტინენტის ქვეყნებს „ვაქცინების და ხელსაწყოების დიდი მარაგი გააჩნია“. დოქტორმა, მაიკ რაიანმა კი აღნიშნა, რომ ევროპის გამოცდილება „გამაფრთხილებელი გასროლაა მსოფლიოსთვის“.

 


გერმანიაში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების თითქმის 34 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში მაჩვენებელი დიდი ბრიტანეთის ინფიცირებულთა რაოდენობაზე 3 000-ით დაბალია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები წუხან, რომ ინფექციის მეოთხე ტალღამ შესაძლოა მაღალი სიკვდილიანობა და ჯანდაცვის სისტემაზე დიდი ზეწოლა გამოიწვიოს. ბოლო 24 საათში, გერმანიაში 165 გარდაცვალება დაფიქსირდა, ერთი კვირის წინ კი 126 იყო გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ბევრ არავაქცინირებულ გერმანელთა შორის მხოლოდ 60 წელს გადაცილებულებიდან სამი მილიონი ადამიანია, რომელიც აცრილი არ არის და განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება.

 

 

ბოლო კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის ყველაზე მზარდი მაჩვენებელია რუსეთში - 8 100-ზე მეტი ადამიანი - და უკრაინაში - 3 800 გარდაცვლილი. ორივე ქვყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. უკრაინაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 27 377 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

კომენტარები: 1
#1   Willy
      
Asking questions are genuinely nice thing if you are not understanding something completely,
except this article offers fastidious understanding yet.



Also visit my homepage :: Faith
8 ნოემბერი 2021 20:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი