ნუგზარ წიკლაური - "არ ვაპირებ ამ პრიმიტიულ-პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობის მიღებას"
10-11-2015, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ამასთან დაკავშირებით, დეპუტატმა უწყება დილით მიიღო.

 

 

ენმ-ს წევრის თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე, ტექნიკური დეტალების გადამოწმება და ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადგინდეს, რაშიც ის მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში მივა.

 

 

„ეს გამოძიება არ ემსახურება არც მოქალაქის უსაფრთხოებას, არც საქართველოს ინტერესებს, არამედ ემსახურება ერთადერთს, ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომ მოწინააღმდეგე პოლიტიკური გუნდის ლიდერები, ყოველდღიურად დადიოდნენ სხვადასხვა უწყებებში. არ ვაპირებ ამ პრიმიტიულ-პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობის მიღებას, რომელიც სხვას არაფერს არ უკავშირდება, თუ არა ხელისუფლების ამ სრულად მდაბიო სურვილს”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი