„ყველა ნაცი წალენჯიხაში და მერე შემოღობვა... :)) ბრავო ბიძინა, ეს რა მაგარი გაგიჩალიჩათ“, - ასე ეხმაურება სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი დალი გარბანელიძე „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა მხარდამჭერების გადაწყვეტილებას ბიზნესსაქმიანობის წალენჯიხაში დაწყებასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ წალენჯიხაში ბინის ყიდვა და ბიზნესის წამოწყება დაანონსა, მის იდეას მალევე დაუჭირა მხარი ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ კი მზადყოფნა გამოხატა წალენჯიხაში ფონდ „იავნანას“ ადგილობრივი ორგანიზაცია დააფუძნოს.
ცესკოს მონაცემებით, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია საქართველოში, სადაც 30 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.