ნიკა მელია: ხვალ, ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით...არსებობს უმაღლესი რისკი, მიხეილ სააკაშვილმა თუ დაკარგა გონი და კოლაფსის პირობებში მოხდება მისი საავადმყოფოში გადაყვანა, უკვე მისი სოცოცხლის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი ძალიან ეჭვქვეშ დგება
05-11-2021, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

 


მან მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხვალისთვის, რუსთავში დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

 


„ერთადერთი, ვინც კვლავ სავსეა ზიზღითა და სიძულვილით, ერთადერთი, ვინც კვლავ ანთხევს ბოღმას და გესლს, არის ხელისუფლება. ეს არის არაკაცების ხელისუფლება, დიახ, არაკაცებისა ხელისუფლება, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში, მესამე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში, ვინ უფრო მწვავე და შეურაცხყოფილად გააკრიტიკებს, დასცინის ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. დიახაც, თითოეული მათგანი არიან არაკაცები, არაკაცობაა ეს ყველაფერი და სხვა შეფასება ამას ვერ მიეცემა.

 


ბიძინა ივანიშვილისგან დაწყებული, მის ქვემოთ – ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე და სხვები, არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, თუ როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს, როდის მოკლავენ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და როდის გადაისვრიან მთელ ქვეყანას თავისი მოსახლეობით დესტაბილიზაციის მორევში. ჩვენ, ელემენტარულს ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ადამიანობას ვითხოვთ ხელისუფლებისგან და არ ვითხოვთ მისგან პოლიტიკურ ჟესტებს. ჩვენ რომ ვიცოდეთ, ამ ხელისუფლებას აქვს პატიოსნება, ქვეყნის სიყვარული და ღირსება, ბუნებრივია, პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმას მოვთხოვდით. დიახაც, ვითარება არის მძიმე. მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ვიმოქმედოთ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა აღვკვეთოთ. არ დავუშვათ ის, რაც ჩვენ ისტორიის წინაშე დამნაშავეებად წარმოგვაჩენს. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავში, რუსთავის ციხესთან და ეს აქცია იქნება პერმანენტული, მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დროდადრო შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და ყველა სოფლიდან. იქ ვიქნებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 


როგორც მანს თქვა, დამატებით გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით აცნობებს საზოგადოებას.

 

 

„გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დამატებით გაცნობებთ, ვინაიდან, გავიმეორებ, რომ წინასწარ არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ. ხვალ, 17:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით. პარალელურად, შემოგვიერთდება მთელი საქართველო, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს ერთი – არ გადავარჩენთ და არ ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ გადაიყვანოს იმ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, სადაც უნდა გადაიყვანონ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი კოლაფსში ჩავარდება. ყველა ნებისმიერი კომპეტენტური ექიმი გეუბნება, რომ არსებობს უმაღლესი რისკი, მიხეილ სააკაშვილმა თუ დაკარგა გონი და კოლაფსის პირობებში მოხდება მისი საავადმყოფოში გადაყვანა, უკვე მისი სოცოცხლის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი ძალიან ეჭვქვეშ დგება და მხოლოდ 20-პროცენტიანი ალბათობა არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, ვიდრე ის დგას ფეხზე და ჩავარდება კოლაფსში და კომაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი