გიორგი მარგველაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა
10-11-2015, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

 

 

შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს შეეხო. ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო და ამავე კონტექსტში, მხარეებმა, სასამართლოსა და მედია დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.

 

 

„ქვეყნის ევროპული არჩევანი, არა მარტო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მისწრაფებაა, არამედ ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცის საკითხებზე და მჯერა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოზიტიური მიღწევები ექნება“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განცხადებით, საქართველოსათვის ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშველოვანია, რომ ქვეყანამ მტკიცედ დააფიქსიროს საკუთარი ევროპული მისწრაფება.

 

 

„ვხედავ ამ მიმართულებით პოზიტიურ შედეგებს და ვხედავ, რომ პროცესი პოზიტიურად ვითარდება და მიღწევებიც თვალსაჩინოა“, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

მოგერინის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო – მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, ეს საქართველოს განსაკუთრებულ როლს სძენს და იგი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განმტკიცების საფუძველია.

 

 

ფედერიკა მოგერინიმ, საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს განხილვისას, ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის როლს დაძაბულობის განმუხტვის კუთხით პოლიტიკურ ძალათა შორის დიალოგის წარმართვის პროცესში.

 

 

„ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტის როლი დაძაბულობის განმუხტვის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი. ჩემთვის ცნობილია თქვენი პირადი წვლილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, -აღნიშნა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი