ნიკა გვარამია: მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - მოსალოდნელი არის კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა მისი შეგრძნებით
05-11-2021, 19:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი. როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა მისი შეგრძნებით, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხესთან, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.

 


„ექვსში ძალიან მოხარული იქნება თუ ბევრი ადამიანის ხმას გაიგებს და ეს მისთვის ენერგიაა, ხვალინდელ აქციაზე ვსაუბრობ. მე მინდა ვთხოვო ნებისმიერს, ვინც შედის, იქნება ეს ადვოკატი, ექიმი, თუ პარლამენტის წევრი, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, წერილობით საკითხავად აქ გამოტანილ არ იქნეს, ეს განცხადებები უნდა დაიდოს მის „ფეისბუქზე“ და ამგვარად გაიგოს საზოგადოებამ.

 


გთხოვთ, გაუწიოთ ანგარიში იმას, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში იმ სერიოზულ კვალს, რომელიც მის ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. მისი მდგომარეობა უცვლელად მძიმეა გუშინდელის შემდეგ და გავუწიოთ ამას ანგარიში, რომ ყველა განცხადება შესაძლოა არ იყოს ბოლომდე ადეკვატური, ადგილი ჰქონდეს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს.

 


კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ მიეკუთვნება არც მსუბუქ და არც ნორმალურ კატეგორიათა მდგომარეობას, იგი არის მძიმე. ის რომ ფიზიკურად ის ფეხზე დგას და მინდა გითხრათ ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში, რომ უბრალოდ, მართლა ყანყალებს ადამიანი და დაყვება ბევრად მეტი ბადრაგი იმისთვის, რომ გზაში არ წაიქცეს.

 


ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც აკონტროლებს სიტუაციას. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. ვისაუბროთ იმაზე, რას ვხედავთ ჩვენ თვითონ, მიშა არასოდეს არ გვეტყვის რომ ცუდადაა და ვუშველოთ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ანალიზებით, კალციუმის რაოდენობით ნუ ვიმსჯელებთ, ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვხედავთ და მე პირადად კარგს არაფერს აღარ ვხედავ აქ, ძალიან მძიმე სიტუაციაა, არ არის დამაიმედებელი სიტუაცია.

კვლავ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი. როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა მისი შეგრძნებით. მე ვამბობ, რასაც მეუბნება პატიმარი. ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს, კოლაფსის შემდეგ რა მოხდება ეს არავინ არ იცის. რეალურად ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას.

 

 

თუ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ელოდება, როდის მოხდება კოლაფსი, ეს კაცი გადარჩენილი უნდა იყოს მანამდე. ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი ამოცანა, არამედ მისი ფსიქიკის გადარჩენაც“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კომენტარები: 1
#1   Davituri
      
ნაძირალა პრეზიდენტო და პრემიერ მინისტრო თქვენი დროც მალე დადგება გისოსებს მიღმა. და კიდევ თქვენი თანამემამულე პარაზიტების. არ გეგონოთ რომ შეგრჩებათ.
როგორც სხვებს შერჩათ. პატიოსანი ქართველი ხალხი მიგიზღავთ სამაგიეროს. ჯოჯოხეთად გექცევათ მომავალი.
თქვენ ხართ ქართველი ხალხის მიერ შერისხული კაციჭამჯები. წყეულიმც იყოს სამშობლოს გამყიდველი.
თწვენი სახელები ისტორიაში ჩაიწერება მოღალატის სახელით და მომავალი თაობა საფლავებზე დაგაფურთხებთ.
6 ნოემბერი 2021 01:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი