[ვიდეო] იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები და ნატურალური წვენები
05-11-2021, 22:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გავიდა გარკვეული პერიოდი და მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები და ნატურალური წვენები, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

 

 

 


„მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი, და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც ორ დღეში შემოსახლებიდან, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდეგ, როგორც იცით, მან განაცხადა უარი თითქოს ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე, გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ და დაამატა: „მიხეილ სააკაშვილი ფაფებს, ნატურალურ წვენებს ახლაც ღებულობს, რასაც ვამბობთ, ამას ამყარებს მტკიცებულებები. ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი“.

 

 

რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია.

 

 

„ეს ხალხი უნდა შეეშვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა ადვოკატებმა. გუშინაც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა ელენე ხოშტარიას სახელი; დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ძალიან კარგად ახსოვდა ხოშტარიას სახელი. ამით სპეკულირება არ შეიძლება. ექიმებთან გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია, გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი არის ნორმაში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

იუსტიციის მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა საქართველოში შემოსვლამდე კუჭის ოპერაცია გაიკეთა.

 

 

„რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც შეიძლება, შეეხებოდეს ოპერაციას, ეს არის მისი პერსონალური ინფორმაცია და ამის შესახებ ვერ ვისაუბრებ", - თქვა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი